LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გთხოვთ, გააკეთეთ რამე სირიელი ბავშვებისთვის,”- 7 წლის ბანას წერილი დონალდ ტრამპს

75

7 წლის სირიელმა გოგონამ ბანა ალაბედმა, რომელიც „ტვიტერის“ საშუალებით გახდა ცნობილი, დონალდ ტრამპს ღია წერილი მისწერა.

„თქვენ რამე უნდა გააკეთოთ სირიელი ბავშვებისთვის, რომ ისინიც ისევე ცხოვრობდნენ, როგორც თქვენი ბავშვები. იმსახურებენ იცხოვრონ მშვიდობიან გარემოში, თქვენსავით,“ – წერს ბანა.

გოგონა ოჯახთან ერთად ალეპოდან თურქეთში დეკემბერში გადავიდა საცხოვრებლად, როდესაც ქალაქის ჩრდილოეთში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობდა. მანამდე კი ალეპოში შექმნილი სიტუაციის შესახებ მთელს მსოფლიოს “ტვიტერის” საშუალებით აგებინებდა.

 

„ძვირფასო დონალდ ტრამპ,

მე ბანა ალაბედი მქვია, 7 წლის სირიელი გოგო ვარ, ალეპოდან.

მთელი ცხოვრება სირიაში გავატარე, გასული წლის დეკემბრამდე, სანამ ქალაქში ევაკუაცია არ დაიწყო. მე იმ ბავშვებს შორის ვარ, რომლებიც სირიაში ომის გამო დაზარალდნენ.

ახლა მე მშვიდობიან გარემოში ვცხოვრობ ახალ სახლში, თურქეთში. ალეპოში დავდიოდი სკოლაში, მაგრამ შენობა დაბომბეს.

ჩემი მეგობრების ნაწილი დაიღუპა.

ძალიან მენატრებიან, როგორ მინდა, ჩემთან ერთად იყვნენ ახლა, ერთად ვთამაშობდეთ. არ შემეძლო ალეპოში თამაში, რადგან სიკვდილის ქალაქად იქცა.

ახლა, თურქეთში შემიძლია ქუჩაში გავიდე თავისუფლად, ვიარო სკოლაში, თუმცა ჯერ არ დამიწყია სწავლა. სწორედ ამიტომ არის მშვიდობა ასეთი საჭირო ყველასთვის, მათ შორის თქვენთვის.

თუმცა, მილიონობით სირიელი ბავშვი ახლა ჩემსავით არ ცხოვრობს და სირიის სხვადასხვა ნაწილში სიკვდილისგან გადარჩენას ცდილობს. ისინი უფროსების ქმედებების გამო ზარალდებიან.

გთხოვთ, გადაარჩინეთ ბავშვები და სირიელი ხალხი. რამე უნდა გააკეთოთ სირიელი ბავშვებისთვის, რადგან ისინი ისეთივეები არიან, როგორც თქვენი ბავშვები და თქვენსავით სჭირდებათ მშვიდობა.

თუ შემპირდებით, რომ მათთვის რამეს გააკეთებთ, თქვენი ახალი მეგობარი ვიქნები.“

———

თურქეთი, სადაც ახლა ბანა და მისი ახლობლები ცხოვრობენ, მხარს სირიის ოპოზიციას უჭერს. პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით, ცნობილი არ არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები