“გთხოვთ გია მაისაშვილის კალიფორნიის შტატიდან გადმოყვანას”

87

სოციალური ქსელის მომხმარებელი ჟოზე კოდუა საქართველოს ხელისუფლებას, სადაგარეო საქმეთა სამინისტროს და მედიას მიმართავს.

ის გია მაისაშვილის აშშ-დან საქართველოში გადმოყვანის დაფინანსებას ითხოვს.

როგორც ჟოზე კოდუა წერს, მაისაშვილის მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულამდე დამძიმდა.

“საქართველოს პრეზიდენტს ბ-ონ გიორგი მარგველაშვილს! საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ-ონ გიორგი კვირიკაშვილს! საგარეო საქმეთა სამინისტროს ! ელექტრონულ მედიას! გაზეთების რედაქციებს!

პატივცემულო ბატონებო! საქართველოში დიდად დაფასებული მამულიშვილი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი და საზოგადო მოღვაწე გია მაისაშვილი, რომელიც ამჟამად მკურნალობდა კალიფორნიის შტატის სტენფორდის უნივერსიტეტის კლინიკაში, ავადმყოფობის გართულების შედეგად მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულამდე დაუმძიმდა. იგი დიდი ხანია ებრძვის ვერაგ სიმსივნურ ავადმყოფობას, მაგრამ როგორც ავღნიშნე, საბოლოოდ, წარუმატებელი აღმოჩნდა. უმორჩილესად გთხოვთ, მოხდეს გია მაისაშვილის კალიფორნიის შტატიდან საქართველოში გადმოყვანა ოპერატიულად სასწრაფოდ, რათა საკუთარ სამშობლოში შეძლოს ნუგეშის მიღება. (სხვა აზრის გატარება არმინდა).

საქართველოში ვისაც კანონოთ დახმარებისათვის ხელეწიფებოდა, ყველა განზე იყო გამდგარი. მიუხედავად საქმის კურსში ყოფნისა არც ჯანმრთელობის სამინისტროს გაუწვდია საკმარისად დახმარების ხელი. ოჯახის ფინანსური და მატერიალური შესაძლებლობა ამოწურულია. გია მაისაშვილი ღირსია იმისა, რომ სახელმწიფომ , ხელისუფლებამ თავის თავზე აიღოს მისი სამშობლოში სასწრაფოდ გადმოყვანის მეტად საშური საქმე. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება. პატივისცემით , ახლობელ-მეგობრების სახელით ჟოზე კოდუა”, – წერია მის მიერ გავრცელებულ პოსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები