LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გთხოვთ, წამიყვანეთ ცეცხლის ჩასაქრობად, დამიჯერეთ, აუცილებლად გამოგადგებით”

40

12 წლის ილია მოლაშვილი, ბორჯომში მყოფ მოხალისეებს, სთხოვს, რომ ცეცხლის ჩასაქრობად წაიყვანონ.

როგორც ილია სოციალურ ქსელში წერს, ფიზიკურად მომზადებულია, დედასთან შეთანხმებულია და მზადაა ცეცხლის ჩასაქრობად მოხალისეებს დაეხმაროს.

“მე ილია ვარ. 12 წლის. მამა არ მყავს თორემ მას ვთხოვდი დახმარებას.
ჯერ არდადეგები მაქვს. ხვალ ყვარელში მივდიოდით მე და დედა.
არ წავალ.
დავდივარ ფეხბურთზე, დავდიოდი კარატეზე. სუსტი არ ვარ.
დედას უკვე შევუთანხმდი.
თვითნაც მთელი ომი აქვს გავლილი.
მითხრა, რომ თუ თქვენს გვერდით მამყოფებთ, აუცილებლად გამომიშვებს ხანძრების ჩასაქრობად.
რამდენიმე კვირის უკან ჩემს ვენახშიც გააჩინეს ხანძარი. ძალიან გავმწარდი.
გთხოვთ, წამიყვანეთ ცეცხლის ჩასაქრობად.
დამიჯერეთ, აუცილებლად გამოგადგებით.
გელოდებით”, – წერს თორმეტი წლის ილია მოლაშვილი სოციალურ ქსელში.

ბორჯომში ხანძარს უკვე მეხუთე დღეა ებრძვიან. დღეს ცეცხლის ჩაქრობაში ჯარიც ჩაერთო. როგორც ამბობენ, ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია და შესაძლოა, დღეს ხანძრის მთლიანად ლოკალიზებაც მოახდინონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები