LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუბერნატორების შესაძლო შეცვლაზე ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ დაგიდასტურებთ – მაია ცქიტიშვილი

138

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას გუბერნატორების შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

„პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ გუბერნატორები არიან მთავრობის წარმომადგენლები რეგიონებში. ჩვენ გუნდში კონსულტაციები გვექნება და თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც პირველ რიგში პრემიერის პრეროგატივაა, შესაბამისად ამის თაობაზე თქვენც გეცოდინებათ. ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები