LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Gucci ბეწვს ემშვიდობება

281

მომავალი წლიდან Gucci  კოლექციაში ბეწვს აღარ გამოიყენებს. ასეთი გადაწყვეტილება იტალიური მოდის სახლმა ცხოველთა დამცველების მხრიდან ზეწოლის შემდეგ მიიღო.

Gucci-ს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია უკვე ბეწვისა და ბეწვიანი აქსესუარებისგან თავისუფალი იქნება. მოდის სახლმა უკვე დაიწყო თანამშრომლობა იმ კომპანიებთან, რომლებიც ატლერნატიული მასალით მუშაობენ.

Gucci  დარჩენილ ქურქებს  აუქციონზე გაყიდის, შესული თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები