LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაური-კობის მონაკვეთზე სატვირთო მანქანების მოძრაობა აიკრძალა

50

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის  გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები