LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურის საბაგირო 5 დღის წინაც გამოვიდა მწყობრიდან

124

გუდაურის საბაგირო მწყობრიდან 5 დღის წინაც გამოვიდა. ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების კომპანიის 11 მარტს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, 11 მარტს საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი საბაგიროებისთვის განკუთვნილი ელექტრო სისტემა გახდა.

“აღნიშნული ავარიის გამო, კურორტზე საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა. მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა,”- აღნიშნულია 11 მარტის განცხადებაში.

დღეს, გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით,  საბაგირო ავარიულად გაჩერდა და  უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები