LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურის საბაგიროს მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები, თბილისში მოფრინავენ

37

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, გუდაურში საბაგიროს ავარიულ დაშვებასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ამასთან ერთად, უკვე მოხდა დაკავშირება კომპანია „დოპელმაიერთან“, რომელიც აღნიშნული საბაგიროს მწარმოებელია.

„ისინი დღეს 5-საათიანი რეისით უკვე მოფრინავენ, ხვალ დილით აქ იქნებიან და ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, შესაბამისად, მათი ექსპერტებიც ჩაერთვებიან ამ ინციდენტის სრულფასოვნად გამოძიებაში“, – განაცხადა დიმიტრი ქუმისშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები