LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურს სათავგადასავლო ტურიზმისთვის სერთიფიცირებული გიდები ეყოლება

82

2016 წელს საქართველოს ეკონომიკისა სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის, განათლების სამინისტროს და სამთო გამყოლთა ასოციაციის ინიციატივით ,,სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ ჩამოყალიბდა.

პროექტი  საქართველოში სამთო და საფეხმავლო გამყოლების გადამზადებასა და სერტიფიცირებას და მნიშვნელოვანი  ევროპული სტანდარტების გაცნობას მოიცავს.

ქართველ სამთო გამყოლებს ტრენინგს შვეიცარიიდან მოწვეული სპეციალისტი სირილ ბერკო ჩაუტარებს. მისი თქმით, გუდაური არაჩვეულებრივი ადგილია მსგავსი ტრენინგების ჩასატარებლად.

,,მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები. ჩვენ ახალ სკოლაზე ვმუშაობთ, რომელიც  საქართველოში ახალი გიდების აღმოჩენის და ტრენინგის საშუალებას გვაძლევს. ჩვენი მთავარ მიზანი სწორედ ის არის, რომ ტრენინგის მონაწილეებს გავაცნოთ ევროპული სტანდარტები და შევასწავლოთ. ძალიან საინტერესო, გათვიცნობიერებული და მოტივირებული სტუდენტები გვყვავს. სწორედ ახლა ვატარებთ სასწავლო ტრენინგს, რომელიც 10 დღე გაგრძელდება. ამ ტრენინგისთვის გუდაური მართლაც არაჩვეულებრივი ადგილია“ – აღნიშნა სირილ ბერკომ.

პროექტი 2 წლის მანძილზე გაგრძელდება და თითო სატრენინგო ჯგუფში 25 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეები შეისწავლიან გუდაურში და მის შემოგარენში არსებულ ტერიტორიას,  ნახავენ და მონიშნავენ ტურისტებისთვის უსაფრთხო ტერიტორიებს.

,,მილენიუმის ათასწლეულის გამოწვევის“ პროგრამით ჩვენ დაფინანსება და 2 წლიანი გრანტი მოვიპოვეთ, რომლის ფარგლებშიც საქართველოში  სამთო და საფეხმავლო გამყოლების  სერტიფიცირება მოხდება. ორივე ჯგუფში არის 25-25 ადამიანი. დღეს  გუდაურში დავიწყეთ საზვავე უსაფრთხოების  კურსი, რომელიც  2 კვირა გაგრძელდება  და მოიცავს გუდაურის და  გარშემო ადგილების საზვავე უსაფრთხოების  შეფასებას,  ტურისტებისთვის უსაფრთხო ადგილების ჩვენებას, ნახვას და მონიშვნას.“ – განაცხადა სამთო გამყოლმა ილია ბერულავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები