LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში დაშავებულ ფეხმძიმე ქალს კლინიკიდან სავარაუდოდ ხვალ გაწერენ

47

გუდაურში გუშინ დაშავებულ შვედეთის მოქალაქეს, რომელიც ფეხმძიმედაა, კლინიკიდან სავარაუდოდ ხვალ გაწერენ.

მედიქლაბ ჯორჯიას“ სამედიცინო დირექტორის, გიორგი გოცაძის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, განმეორებითი კვლევებიც ჩაუტარდა, თუმცა მედიკოსებმა მაინც დღეს მისი საავადმყოფოში დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

გიორგი გოცაძის განცხადებით, მთავარი რისკები ფრენას უკავშირდება, რადგან პაციენტს წელის ტკივილი აქვს.

„პაციენტი სტაბილურადაა. არის ხერხემლის ტრავმა და წელის ტკივილი, როგორც იყო. დღეს არ გავწერეთ, რადგან ტკივილი აქვს ისევ. თანაც ფრენა ღამეა და ამიტომ გადავდეთ. როდის დატოვებს კლინიკას, იმაზეა დამოკიდებული, ფრენას როგორ შეძლებს, თორემ რაიმე სხვა სახის ჩარევას ჩვენ არ ვგეგმავთ, ამის საჭიროება არ არის“, – განაცხადა გიორგი გოცაძემ.

დაშავებული დღეს კლინიკაში ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრებმაც მოინახულეს. როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში, ფრენისას ექიმის თანხლებაც იქნებაუზრუნველყოფილი.

გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები