LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში დაშავებულებს და მათი ოჯახის წევრებს, „რედ-კო“ საკუთარი ხარჯებით მომავალ წელს კომპანიის სასტუმროში დასასვენებლად ეპატიჟება

40

გუდაურში დაშავებულებს და მათი ოჯახის წევრებს, დეველოპერული კომპანია „რედ-კო“ საკუთარი ხარჯებით მომავალ წელს კომპანიის სასტუმროში დასასვენებლად ეპატიჟება.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია „რედ-კო“ განცხადებას ავრცელებს.

„კერძო დეველოპერული კომპანია „რედ-კო“, გუდაურში, 16 მარტს საძელეს საბაგიროზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებთ მწუხარებას გამოთქვამს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. თავის მხრივ, კომპანიას სურვილი აქვს მომავალ ზამთრის სეზონზე ინციდენტში დაშავებულები და მათი ოჯახის წევრები ყველა ხარჯების ანაზღაურებით დაპატიჟოს გუდაურში “რედკოს” სასტუმრო-დასასვენებელ კომპლექსში New Gudauri Resort Residences & Spa.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში უყურადღებოდ არ დავტოვოთ დაშავებულები და გვერდში დავუდგეთ მათ. ჩვენ ვისურვებდით, რომ გუდაურის შესახებ მათ სასიამოვნო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დარჩეთ და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის მომავალი წლის სეზონზე,” – აცხადებს “რედ-კო”-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მირიან ქათამაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები