LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში მომხდარ ინციდენტზე გამოცემა The Telegraph-ი წერს

56

გუდაურში მომხდარ ინციდენტს საერთაშორისო მედია ეხმაურება. მომხდარის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, სათხილამურ კურორტ გუდაურზე საბაგირო დაზიანდა, რის შედეგადაც ათი ადამიანი დაშავდა.

Telegraph-ი წერს, რომ ინციდენტი გუდაურის კურორტზე მოხდა, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის კავკასიონის მთის პლატოზე მდებარეობს.

“საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაადასტურა, რომ შემთხვევის შედეგად სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები დაშავდნენ“,- წერს გამოცემა.

გუდაურში უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფრომაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.

გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები