LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში საბაგიროები შეფერხებით მუშაობს

63

გუდაურში საბაგიროები შეფერხებით მუშაობს- ამის შესახებ ინფორმაციას  მთის კურორტების განვითარების კომპანიის ადმინისტრაცია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მწყობრიდან გამოვიდა საბაგიროებისთვის განკუთვნილი ელექტროსისტემა.

“ავარიის გამო, კურორტზე საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა. მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა. ამ ეტაპისთვის ჩართულია ,,სოლიკო’’ ,,ზუმა’’ და ,,პირველი” საბაგიროები. აღნიშნული საბაგიროებით მგზავრობა უფასოა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ხვალისთვის სრულად აღდგება საბაგიროების მუშაობა. დღეს შეძენილი ბილეთების თანხა სრულად ანაზღაურდება”, – წერია კომპანიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები