LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში სათხილამურო სეზონი დღეიდან იხსნება

148

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების მისაღებად მზად არის.  დღეს,  10 დეკემბერს ტურისტული სეზონი გაიხსნება გუდაურისა და გოდერძის კურორტებზე.  კურორტზე 14 საბაგირო და 70 კმ-იანი 22 სათხილამურო გზაა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის. გუდაურში ასევე მოქმედებს ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რაც საშუალებას იძლევა კურორტი აღარ იყოს დამოკიდებული ბუნებრივ კლიმატურ პირობებზე და სეზონი ყოველწლიურად განსაზღვრულ დროს გაიხსნას.

ზამთრის ტურისტული სეზონი სხვა კურორტებზე ეტაპობრივად, გაიხსნება. 12 დეკემბერს, ბაკურიანში გაიხსნება დიდველი, ხოლო 23 დეკემბერს კოხტა-მიტარბი. რაც შეეხება სვანეთს, მესტია-ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტებზე სეზონის გახსნა 17 დეკემბერს არის დაგეგმილი.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლს Euronews-ის 400-მილიონიანი აუდიტორია ეცნობა.  სარეკლამო კამპანია Euronews-ზე 27 ნოემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. ვიდეორგოლი Euronews-ის მაყურებელს საქართველოს ზამთრის კურორტებს, ტურისტულ ადგილებსა და ქვეყნის კულტურას აცნობს.

პარალელურად, საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ რეკლამას ავრცელებს BBC. საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება ტელეკომპანია BBC World News-მა დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები