LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა

36

გუდაურში სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა ჯვრის უღელტეხილთან, 99-ე კილომეტრზე მოხდა.

„სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მოძრაობა, გადავიდა გზის მარჯვენა მხარეს და გადაბრუნდა. მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა“ – აცხადებენ შსს-ში.

სატვირთოს მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები