LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდიაშვილის მოედანზე ალექსანდრე ელისაშვილის მერობის კანდიდატად წარდგენის ოფიციალური ღონისძიება მიმდინარეობს

43

გუდიაშვილის მოედანზე ალექსანდრე ელისაშვილის მერობის კანდიდატად წარდგენის ოფიციალური ღონისძიება მიმდინარეობს. როგორც ელისაშვილმა განაცხადა, თბილისის მთავარი გამოწვევაა ის, რომ ქალაქს არ ჰყავს პატრონი. ელისაშვილმა საკუთარ გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ხალხისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება და დედაქალქის სასიკეთოდ ყველაფერს გააკეთებს. “ამ დრომდე მე მხოლოდ ხალხზე ვიყავი დამოკიდებული, რადგან ვიყავი დამოუკიდებელი დეპუტატი და ასეთად დავრჩები – მე და ხალხს არ გვეყოლება შუამავლები და ყველასთვის ხელმისაწვდომი ვიქნები”, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები