LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუდვილი“ მომხმარებელს ახალ სერვისს „გუდვილ დრაივს“ სთავაზობს

1648

დღეიდან სუპერმარკეტების ქსელი „გუდვილი“ მომხმარებელს ახალ სერვისს „გუდვილ დრაივს“ სთავაზობს.

მარტივი, სწრაფი და კომფორტული მომსახურება გულისხმობს ტელეფონით ნებისმიერი პროდუქციის შეკვეთას და მანქანიდან გადმოუსვლელად შეძენას.

„გუდვილ დრაივის მომხმარებლებისთვის სპეციალურად შევარჩიეთ მაღალკვალიფიციური პირადი შესყიდვების მენეჯერები, რომელიც ტელეფონით აიღებენ შეკვეთას და შეთანხმებულ დროს, საუკეთესო პროდუქტს მიართმევენ პირდაპირ მანქანაში. შეკვეთა შესრულებული იქნება მინიმალურ დროში, დამატებითი ღირებულების გარეშე,“ – აცხადებენ გუდვილში.

შეკვეთის გაკეთება შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 577 300 307, ყოველდღე10:00 – 21:00 საათამდე, დიდი დიღმის გუდვილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები