LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდვილი პროექტ ,,მოითხოვე ქართულის” გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს

147

24 და 25 მაისს დიდი დიღმის გუდვილში ქართული წარმოების მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართება, სახელწოდებით ,,მოითხოვე ქართული გუდვილთან ერთად!’’

,,კომპანია ,,გუდვილსა’’და ,,მოითხოვე ქართულს’’  შორის 8 წლიანი თანამშრომლობის ისტორია გრძელდება და წელს ღონისძიება განსაკუთრებულად მრავალფეროვანი იქნება.

ღონისძიების ფარგლებში ქართველი მეწარმეეები მომხმარებლებს ადგილზე ქართული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვას შესთავაზებენ. ბიოწვენები, ჩაი, ყავა, ჩირები, ჩურჩხელები, ჯემები, ყველი, სანელებლები, არაქისი და სხვა თხილეული, ხელნაკეთი ჩანთები და აქსესუარები: ეს იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რაც 24 და 25 მაისს, ,გუდვილის’’ მომხმარებელს ჰიპერმარკეტში დახვდება. ,,გუდვილი’’ დაარსების დღიდან მხარს უჭერს ქართულ წარმოებას და ყოველთვის მზად არის, ქართველ მეწარმეებს ქართული პროდუქტის ,,გუდვილის’’ ქსელში შემოტანის საშუალება მისცეს და შეუქმნას საუკეთესო პირობები რეალიზაციისთვის”, – განმარტავენ კომპანიაში.

 ,,ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ქართულ წარმოებას. ,,მოითხოვე ქართული’’ საბედნიეროდ ძალიან მდგრადი და შედეგიანი პროექტი აღმოჩნდა. ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი ღონისძიება, ეს არის განგრძობადი პროცესი, რადგან ჩვენ პროექტში ჩართული ყველა მონაწილისთვის ვაღებთ ჩვენი ქსელის კარს. აღნიშნული პროექტიდან ათეულობით ქართველი მეწარმე მოხვდა ,,გუდვილის’’ ქსელში და რეალიზაციის თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებულები არიან,’’ – განაცხადა ”გუდვილის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხაბაშვილმა.

წელს პროექტის ფარგლებში, 24 მაისს, ”გუდვილის” ყველა ფილიალში ქართული წარმოების პროდუქტზე-20% ფასდაკლებაც იმოქმედებს. ამით ”გუდვილი” კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს  ქართულ წარმოებას და აღნიშნავს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები