LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუგავა: მე ხმა მივეცი მას, ვინც მოვა და აღკვეთს ოლიგარქთა თარეშს

79

„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი მუხიანის #92 საარჩევნო უბანზე გააკეთა.

გუგავას თქმით. მან ხმა იმ კანდიდატს მისცა, რომელიც ქალაქში ენერგომაფიოზებთა თარეშს აღკვეთს.

„მე მივეცი ხმა ვინც მოვა და აღკვეთს ოლიგარქთა , ენერგომაფიოზთა და კორუმპირებულთა თარეშს და იქნება ხალხის ქომაგი. ვინც გაითავისებს ქალაქის ტკივილს იზრუნებს ქალაქზე და თითოეულ მოქალაქეზე. ვინც დაამყარებს სოციალურ სამართლიანობას და დააბრუნებს წართმეულ ქონებას. დღეს არის ის დღე როდესაც ძალაუფლება მთლიანად გადადის ხალხის ხელში . ხალხმა უნდა განსაზღვროს ამ ქალაქის და ქვეყნის მომავალი“- განაცხადა გიორგი გუგავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები