LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გუგავა მოვა”-ასე „გააცილეს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პარლამენტიდან

37

კონსტიტუციურ პროექტზე რიგგარეშე სხდომის მიმდინარეობისას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა  დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. რასაც პარლამენტში ხმაური და რეპლიკები მოჰყვა.

“აქ კონცერტი არ არის, დატოვეთ დარბაზი”,-ასე მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა. 

პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაისმა რეპლიკაც: „გუგავა მოვა”.

შეგახსენებთ, ექვსთვიანი ხმაურიანი განხილვების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მიღებულია. დოკუმენტმა 117 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა, მათ შორის ორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არაა.