LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუგეშაშვილს ჭრილობა გულის არეში აქვს, თავდასხმის დროს გარდაცვლილი კი მისი შვილია

61
გუგეშაშვილს ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული, თავდასხმის დროს გარდაცვლილი კი მისი შვილია.

“დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს – 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცოხვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში,” – აცხადებენ შსს-ში.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაბენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  “სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები