LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუგლმა” ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილები დაასახელა

111

„გუგლმა” 2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულებები დაასახელა. რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებების, მოთხოვნების და ძიების სიხშირის მიხედვით შედგა. ათეულის ლიდერი კი მალდივები გახდა. როგორც ჩანს, ზღაპრული სამყარო აქტუალობას არ კარგავს და მიუხედავად მაღალი ფასისა მისდამი ინტერესი მაინც ძალიან დიდია. მეორე ადგილი კი ესპანეთის სამხრეთში მდებარე საპორტო ქალაქმა მალაგამ დაიკავა. ანდალუსიის ულამაზესი ქალაქი დამსვენებლებს უამრავ საინტერესო აქტივობას, უგემრიელეს სამზარეულოს და უძველეს კულტურას სთავაზობს. ლიდერთა სამეულს კი ტენერიფე ასრულებს. ესპანეთის ულამაზესი კუნძული მომხმარებელს მიმზიდველი სერვისით ხიბლავს.

რაც შეეხება რეიტინგის მომდევნო პოზიციებს, მათ – შოტლანდია, ნიუ-იორკი, კანადა, ფლორიდა, კანარის კუნძულები და მექსიკა იკავებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები