LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუკა რჩეულიშვილმა ლელა კილაძეს გულისამაჩუყებელი ლექსი მიუძღვნა

131

ციხეში მყოფმა გუკა რჩეულიშვილმა ლელა კილაძეს, რომელიც მისგან ფეხმძიმედაა, ლექსი მიუძღვნა. ლექსიდან ჩანს, რომ გუკას მეუღლე ძალიან ენატრება და მისდამი სიყვარულს შემოქმედებითად გამოხატავს.

ჩემ ლელას

ნისლიან ღამეს მინდა დავწერო წერილი
ბეტონის ციხიდან!

გაგიზიარო რუხი ამბები
გულის სიღრმიდან;

რეალობაში თურმე ბატონობს კანონი
მერფის,
ბადრაგი მიზღუდავს უფლებას მთვარესთან გადავიღო
სელფი,
რკინის დარაჯმა გამომირთო
გრავიტაცია,
მაინც ვახერხებ მცირე საკანში
ლევიტაციას,
მარტო შენ გეტყვი,
მე ბალიშის ქვეშ მიდევს
ბიბლია,
ახალი ვერსია,
რომელიც ჩემი დაწერილია!
აპოკრიფებში ავტვირთე ჩვენი
სახარება,
მელანის ნაცვლად სისხლი ვიხმარე
სტროფთა საქებათ,
გისოსებს მიღმა უზარმაზარი
ტირიფის ხეა,
ახალ ფსევდონიმს ბუდისტურს ვირჩევ!

მე: მაიტრეას გათენებისას
დავტოვებ ციხეს,
მოვყვები ნიავს,
დაძინებამდე მინდა დატოვო
კარები ღია,
ჩუმად ამოვალ
და შენ მძინარეს მოგეპარები, ჩაგეხუტები
და ვარსვლავებთან გავიპარებით!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები