გულახდილი (არა)პოლიტიკური საუბარი ახალ მერთან – კახა კალაძე “ფორტუნაში”

პოპულარული

გულახდილი (არა)პოლიტიკური საუბარი ახალ მერთან – კახა კალაძე “ფორტუნაში”

„წარმატების ფორმულა“ – გადაცემის ახალი სეზონი დაიწყო. გვანცა ლაღიძეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პირი – თბილისის ახალარჩეული მერი, კახა კალაძე, ესტუმრა.

ბევრი საქმე და ცოტაც საქმის მიღმა: რას გეგმავს და როგორ აპირებს დანაპირების შესრულებას კალაძე, როგორი იყო მისი წარმატების გზა დიდ მწვერვალებამდე, ამ თემებზე ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი და ენთუზიაზმით შეპყრობილი, დიდ პროექტებს შეჭიდებული თბილისის მერი „ფორტუნას“ ექსკლუზიურად ესაუბრა.

 

საქმით დავამტკიცებ, რაზეც ვსაუბრობდით

 

  • მადლობა ასეთ გადატვირთულ დროს რომ მოიცალეთ. საზოგადოებაში თქვენს მიმართ სიმპატიები უკვე იგრძნობა, თავად რას გრძნობთ თბილისელებისგან?

კახა კალაძე: რა თქმა უნდა, ვგრძნობ მხარდაჭერას, სითბოს, რაც გამოჩნდა კიდეც საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც გვქონდა ყოველდღიური შეხვედრები ამომრჩეველთან და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრებოდით. დადებით განწყობას ყოველთვის ვგრძნობდი, როდესაც სპორტით ვიყავი დაკავებული და შემდეგაც, როდესაც საქართველოში დავბრუნდი და პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. ეს, ბუნებრივია, სასიამოვნოა, მაგრამ ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა.

  • ყველასთვის ისეთივე საყვარელი მერი იქნებით, როგორი ფავორიტი ფეხბურთელიც ხართ?

კახა კალაძე: რასაკვირველია, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რაზეც წინაასარჩევნოდ ვსაუბრობდით. ყველამ ვიცით მთავარი გამოწვევები და გვაქვს ამ პრობლემების მოგვარების კონკრეტული ხედვები, გზები, პროექტები. შესაბამისად, საქმით დავამტკიცებ, რაზეც ვსაუბრობდით.

  • რამდენიმე დღეში მოგიწევთ მერის კაბინეტის დაკავება. როგორი იქნება თქვენი პირველი დღე, თუ გაქვთ განსაზღვრული რითი დაიწყებთ?

კახა კალაძე: პირველ დღეს უნდა წარვადგინო გუნდი, ინტერესი დიდია, თუ ვინ იქნებიან. 13 ნოემბერს შევდივართ მერიაში და დავასახელებთ გუნდის წევრებს. მათ წარვუდგენთ საზოგადოებას და დავიწყებთ იმ პრობლემებზე მუშაობას, რაც ქალაქისთვის აქტუალურია, რათა უახლოეს ოთხ წელიწადში მოგვარდეს ის, რაზეც წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდით.

  • წინასარჩევნო დაპირებებიდან პირველს რას გააკეთებთ?

კახა კალაძე: საკმაოდ ბევრი პრობლემაა, მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულება ვერ აირჩევა და ჩვენი მხრიდან სწორიც არ იქნება. პირველი, ეს არის სტრუქტურული ცვლილებები, ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ყველაზე დიდი პრობლემა, რაც მოსახლეობას აწუხებს – საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მისი მოწესრიგება. ყველაფერზე მოგვიწევს მუშაობა, ვერ გამოვყოფ ერთ მიმართულებას. ჩვენი მხრიდან მიდგომა იქნება კომპლექსური.

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახსენეთ, ბოლო დროს აქტიურად მგზავრობთ. ეს მომავალშიც ასე იქნება?

კახა კალაძე: ავხსნი, რატომ გადავწყვიტე. ბევრი ვისაუბრეთ ამაზე და მინდოდა, საკუთარ თავზე გამომეცადა რეალური ვითარება. ვიმგზავრე მეტროთი, ყვითელი და ლურჯი ავტობუსით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დაპირებები, რომელიც გავაჟღერეთ, არის სწორი და აუცილებლად გასაკეთებელი. მეტრო არის მოსაწესრიგებელი, როგორც ვაგონები, ასევე სადგურები. ყვითელი ავტობუსები კრიტიკას ვერ უძლებს და ყველაფერს გავაკეთებთ მათ ჩასანაცვლებლად.

მერიაში ბიუროკრატიული მანქანა უნდა დაინგრეს

 

  • სიცოცხლით სავსე ქალაქი – ასეთია სლოგანი. როგორ ვაცოცხლებთ ქალაქს, კონკრეტული მაგალითებით რომ ვიმსჯელოთ?

კახა კალაძე: მოდი, ასე შევხედოთ – პრობლემები, რომელზეც საუბარი გვიწევს, ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ. ეს არ არის გუშინ და გუშინწინ დაწყებული, ეს არის 20-25 წლის განმავლობაში დაგროვილი. ამაში დამნაშავე ჩვენ ვართ, რადგან ჩვენ ვქმნიდით ამ პრობლემებს, თუნდაც ქაოტური განაშენიანების თვალსაზრისით. ისიც კარგად მაქვს გააზრებული, თანაგუნდელებთან ერთად, რომ 4 წლის განმავლობაში მართლაც შეუძლებელია აბსოლუტურად ყველაფრის მოგვარება. თუმცა, იმის ამბიცია ნამდვილად გაგვაჩნია, რომ 4 წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი იყოს განსხვავებული. პროექტები და რეფორმები, რომელსაც განვახორციელებთ, თითოეული თბილისელისთვის თვალშისაცემი და ხელშესახები იქნება.

  • ბატონო კახა, ყველაზე ხშირად რა პრეტენზიებიც გვესმოდა წინამორბედის მიმართ, ერთ-ერთი ბიუროკრატიული ბარიერები. როგორ აპირებთ ამ პრობლემასთან ბრძოლას, ერთი ფანჯრის პრინციპს გამოიყენებთ?

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიუროკრატიული მანქანა მერიაში დაინგრეს. შესაბამისად, გვინდა მეტი ინოვაცია. მაგალითად, ერთი საინტერესო მიმართულება, რაზეც წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი და რომლის განხორციელებას ვაპირებთ, ეს არის “ერთი ფანჯრის პრინციპი”. მერიაში მისულ პირს არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნას, მაშინვე უნდა ქონდეს კითხვაზე პასუხი და ა.შ. პარალელურად ვქმნით ვებპლატფორმას. დღეს ინტერნეტზე ყველას მიუწვდება ხელი და შევთავაზებთ სერვისებს, რომ ყველა მუნიციპალურ მომსახურებაზე ჰქონდეთ წვდომა. ამ პროექტზე დიდი ხანია, ვმუშაობთ და ძალიან მალე დავიწყებთ განხორციელებას და ეტაპობრივად წარვადგენთ. ბიუროკრატიის დანგრევაზე როცა ვსაუბრობთ, გარკვეული რეფორმების გატარება მოგვიწევს და ეს შესაძლოა, ბევრისთვის სასიამოვნო არ იყოს, თუმცა ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. დღეს ბევრი პროფესინალი მუშაობს მერიაში და მათი პატიოსნება და პროფესიონალიზმი სწორად უნდა გამოვიყენოთ.

  • რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებებს?

კახა კალაძე: მაქვს განხილვა გუნდში, ვცდილობ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მივიღო, ვისმენ ბევრი ადამიანის მოსაზრებას და მერე უფრო ადვილი ხდება გადაწყვეტილების მიღება.

  • ყოფილ ოპონენტებთან თანამშრომლობისთვის რას გეგმავთ?

კახა კალაძე: ამასთან დაკავშირებით ჩემი მიდგომა გავაჟღერე. მიუხედავად იმისა, რომ ვიყავით ოპონენტები, მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის. თუ აქვთ მართლა ღირებული ქალაქისთვის, კონკრეტული რეალური ხედვა, მზად ვარ განვიხილო თანაგუნდელებთან ერთად და დავეხმაროთ მათ განხორციელებაში.

  • გულახდილად მითხარით, საარჩევნო სარეკლამო რგოლები მომაბეზრებლად არ გეჩვენებოდათ, თუნდაც ხანგრძლივობის გამო?

კახა კალაძე: რა არის არჩევნები? მოსახლეობა იღებს გადაწყვეტილებას, ვინ უნდა აირჩიოს. შესაბამისად ვიდეორგოლები, ხედვები ეს არის კამპანიის ნაწილი, ეს ჩვენი გამოგონილი ველოსიპედი არ გახლავთ, მთელ მსოფლიოში ასეა და ჩვენც არ ჩამოუვარდებით. მე კმაყოფილი ვარ ჩემი კამპანიის, ორიენტირებული ვიყავით მომავალზე. მინდა, ვიყო დარწმუნებული, რომ მომდევნო არჩევნებისას ის სიმაღლე, რაც ამ არჩევნებზე იყო, არასდროს ჩამოვა ქვემოთ.

ყოველთვის გიწევს დაამტკიცო, რომ ხარ ძლიერი

 

  • როგორი მენეჯერია კახა კალაძე?

კახა კალაძე: გამიჭირდება ამ კითვაზე პასუხის გაცემა. თან არც მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი. ეს უნდა შეაფასოს ჟურნალისტებმა, პროფესიონალებმა და საზოგადოებამ.

  • და თქვენი გადმოსახედიდან რა თვისებებია საჭირო, რომ ადამიანი კარგი მენეჯერი იყოს?

კახა კალაძე: ბევრი რამ არის, როგორ უნდა გახდე წარმატებული მენეჯერი. საკუთარი გამოცდილებით ვიტყვი –  საინტერესო ცხოვრება გამოვიარე, სამტრედიაში დავიწყე ფეხბურთის თამაში და მაშინ მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ გამოვიდოდა და სხვა საქმე ამერჩია. წამოვედი თბილისში, სადაც „დინამოს“ მესამე გუნდში მივედი სინჯებზე, დამიტოვეს და აქედან დაიწყო წინსვლა. რა თქმა უნდა, აქ იყო ჩემი ხასიათი, თავდაუზოგავი შრომა, რწმენა, მიზანი და პლუს იღბალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

  • ბევრ  ქალაქში ხართ ნამყოფი. რომელიმეზე თუ გაგიფიქრებიათ, თბილისი ასეთი იყოსო, თუნდაც ინფრასტრუქტურის მხრივ?

კახა კალაძე: კი, ყოფილა ასეთი. ნებისმიერი ევროპული, განვითარებული ქალაქი რომ ავიღოთ, ვისურვებდი, რომ ჩვენი დედაქალაქიც იყოს ასეთი მოვლილი, მოწესრიგებული. თუმცა, თბილისს აქვს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი. ყოველთვის ვამბობდი და შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება არის ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. ეს არის ის, რითაც ამაყობს თოთოეული მოქალაქე და ამას სჭირდება მოვლა-პატრონობა. მომდევნო ოთხ წელიწადში, დაახლოებით, 500 მილიონი ლარის დახარჯვას ვაპირებთ ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისთვის.

  • ცოტა წარსულში დავბრუნდეთ, მილანური ცხოვრება – როგორ ცხოვრობენ ვარსკვლავები, რას მიირთმევენ, სად დადიან, როგორ ერთობიან?

კახა კალაძე: არაფერი განსაკუთრებული. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობდი და მნიშვნელოვანი იყო პროფესიონალიზმი. ყოველდღირად მიწევდა დამტკიცება, რომ სხვაზე უკეთესი ვიყავი. შესაბამისად ვერ ვიტყვი, რომ გართობისთვის დიდი დრო მრჩებოდა. იტალიაში ფეხბურთისადმი დიდი ინტერესია, პოლიტიკის დონეზეა აყვანილი. ყოველთვის გიწევს, დაამტკიცო, რომ ხარ ძლიერი და თან გულშემატკივარი მუდმივად ითხოვს მაქსიმუმს, „მილანი“ ხომ მიჩვეულია წარმატებებს.

  • თქვენც ხედავთ იტალიელების და ქართველების მსგავსებას?

კახა კალაძე: არის მსგავსება, თუნდაც ხასიათი ავიღოთ, თუნდაც, სტუმართმოყვარეობა, მეგობრობა, ურთიერთობა. ზოგადად სამხრეთული ქვეყნები რომ ავიღოთ, მსგავსება არის.

 დღეს სპორტი არის ჩემი ცხოვრების წესი

 

  • გინდათ, რომ რომელიმე თქვენი შვილი ფეხბურთელი გამოვიდეს?

კახა კალაძე: გამიხარდებოდა. ზოგადად სპორტი, ჯანსაღი ცხოვრება არის მნიშვნელოვანი. თუ კარგი ფეხბურთელი გამოვა, ძალიან სასიამოვნო იქნება, მაგრამ მთავარი, რასაც შვილებს ვასწავლი, არის ის, რომ ქვეყანას გამოადგნენ.

  • ვინ არის ყველაზე მაგარი ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე შეხვედრილხართ. როგორც თქვენ გუნდში, ასევე მეტოქის რიგებში?

კახა კალაძე: ბევრნი იყვნენ. როდესაც მსოფლიო გრანდში თამაშობ, ყოველთვის გიწევს შეხვედრა დიდ ვარსკვლავებთან. შემიძლია, რონალდინიო აღვნიშნო, კრიშტიანო რონალდო, რომლის წინააღმდეგ მომიწია თამაში, როდესაც ის „მანჩესტერში“ გამოდიოდა. ის მატჩი „მილანის“ გამარჯვებით დასრულდა. მოკლედ, ბევრნი არიან, იგივე იბრაჰიმოვიჩი.

  • ცნობილი სპორტსმენები, როგორც წესი, კარიერის შემდეგ წონაში საგრძნობლად იმატებენ. ამის დასტურია ახლახანს თბილისში გამართული ვარსკვლავური მატჩიც. თქვენ როგორ ინარჩუნებთ ფორმას, ვარჯიშობთ ისევ?

კახა კალაძე: ვარჯიშობ, ვცდილობ არ გამოვტოვო, როდესაც მაქვს შესაძლებლობა და დრო. მინდა, ფორმა შევინარჩუნო. მეც მაქვს წონისკენ მიდრეკილება, მით უმეტეს ქართული სამზარეულო ხომ იცით, როგორია. შემიძლია, ვთქვა, რომ დღეს სპორტი არის ჩემი ცხოვრების წესი. ასევე მინდა, მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, ყველა ადამიანს ჯანსაღი ცხოვრებისკენ. როდესაც მერიაში მუშაობას დავიწყებთ, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ყველა თაობის ადამიანის ჩართულობა, რომ ავუხსნათ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრება.

 

ბლიც-კითხვები – წაიკითხეთ „დათა თუთაშხია“

 

კერძი, რომელი მოგიმზადებიათ და არც თქვენ მოწამლულხართ და არც გარშემომყოფები?

შემწვარი კვერცხი.

ფრაზა, რომელსაც სირთულის დროს საკუთარ თავს ეუბნებით?

შეძლებ.

რა თვისების გამოვლენის შემდეგ უახლოვდებით ადამიანს, რა თვისება უნდა ჰქონდეს?

სიკეთე.

პიაცა დუომოზე თუ თავისუფლების მოედანზე?

თავისუფლების მოედანი, რა თქმა უნდა, მშობლიურია ჩვენთვის, მაგრამ დუომოც ერთ-ერთი საუკეთესოა.

წიგნი, რომელიც ბოლო წაიკითხეთ?

ხშირად წამიკითხავს „დათა თუთაშხია“. საინტერესო ცხოვრებისეული მიმართულებებია. ბევრ ახალგაზრდას ვურჩევ, წაიკითხოს.

საყვარელი ბრენდი სამოსის შერჩევისას?

სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.

კახის რეალური სტილი – ჰალსტუხით თუ ჰალსტუხის გარეშე?

ჰალსტუხის გარეშე უფრო თავისუფლად ვარ.

საღამოს განტვირთვა – აუზი თუ ბარი?

დღევანდელი ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, მეგობრებთან ფეხბურთის თამაში. აუზსაც ვერ ვახერხებ.

პროფესია, რომელსაც შეითავსებდით?

ისეთი საპასუხისმგებლო თანამდებობა მაქვს, გულწრფელად გეტყვით, სხვა რამის შეთავსება გამიჭირდებოდა. ერთი ოცნება, რაც ბავშვობაში მქონდა, ფეხბურთელი გამოვსულიყავი და ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში მეთამაშა.

რაზე ფიქრობთ ახლა?

ახლა ვფიქრობ მომავალზე.

პირველივე ქმედება სტუდიიდან გასვლისას?

ავტომანქანაში ჩავჯდები და შტაბში მივდივარ, სადაც თანაგუნდელები მელოდებიან და პროექტებზე ვმუშაობთ.

იმ შემთხვევაში, თუ ბურთი დაგხვდათ კართან?

შემიძლია, ავკენწლო.

გამაღიზიანებელი კითხვა ჟურნალისტისგან?

ბევრი კითხვა არ არის, რამაც შეიძლება, გამაღიზიანოს. მზად ვარ, ამომწურავად ვუპასუხო. არის კითხვები, რაზეც მიწევს პასუხის გაცემა. შეიძლება, არ იყოს სასიამოვნო, მაგრამ ვალდებულები ვართ, პასუხი გავცეთ.

თავად თუ გიჩნდებათ კითხვა ჟურნალისტთან, როცა ბევრ კითხვას გისვამენ?

ხშირად და ვუსვამ კიდეც.

გადაცემის სახელწოდება, რომელსაც სტუმრობთ?

წარმატების ფორმულა.

სხვათა შორის, ეს ჩამჭრელი კითხვაა, თქვენ წარმატებით დაძლიეთ ბლიც-კითხვები.

 

რწმენა, მიზანი და შრომა

 

გვაინტერესებს თქვენი რჩევა, რა განსაკუთრებული თვისებები უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა, რომ წარმატებას მიაღწიოს?

სიახლეს და განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი, წარმატების ფორმულა ერთია. ყველა ადამიანს რაღაც ნიჭი აქვს, ყველას სხვადასხვა მიმართულებით. მთავარია, როგორ გამოვიყენებთ. ამისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რწმენა, მიზანი და თავდაუზოგავი შრომა, ზემოთაც ვთქვი, იღბლის გარეშეც შეუძლებელია.

ახალი ამბები /

|

7 ნოემბერი, 2017

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => kakha-kaladze
                                    [1] => warmatebis-formula
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 184687
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => kakha-kaladze
                                    [1] => warmatebis-formula
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 184687
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 202
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => kakha-kaladze
                                    [1] => warmatebis-formula
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => kakha-kaladze
                                    [1] => warmatebis-formula
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (184687) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (21018,202)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 215817
                    [post_author] => 8
                    [post_date] => 2018-02-20 13:52:07
                    [post_date_gmt] => 2018-02-20 09:52:07
                    [post_content] => თბილისის მერია ქალაქში მოძრაობის განტვირთვისა და სისუფთავის დაცვის მიზნით,  პირველი მარტიდან, ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე საპილოტე პროექტს იწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი ვაკის პარკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე და მის მიმდებარე ქუჩებზე, ნაგავშემკრები კონტეინერების 22:00 საათიდან დაცლას ითვალისწინებს.
„იმისათვის, რომ საპილოტე პროექტმა გაამართლოს და მოძრაობის განტვირთვა შევძლოთ, მნიშვნელოვანია, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და მოსახლეობის მხრიდან გათვალისწინება, რომ კონტეინერების ავსება საღამოს საათებში მოხდეს და არა დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული მიმართულება საცობების პრობლემას ვერ მოაგვარებს და ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება, თუმცა ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმისა, რომ გარკვეულწილად, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობის განტვირთვა შევძლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, რომ აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მაქსიმალურად მიაწოდონ.
„თუ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდა, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვა რაიონებში  და არ არის გამორიცხული, რომ მთელი თბილისის მასშტაბით, ანალოგიური მიდგომა გვქონდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
[post_title] => ვაკეში ნაგვის მანქანები 22 საათიდან იმოძრავებს - მერია მარტიდან პროექტის დაწყებას აანონებს [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => vakeshi-nagvis-manqanebi-22-saatidan-imodzravebs-meria-martidan-proeqtis-dawyebas-aanonebs [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-02-20 13:52:07 [post_modified_gmt] => 2018-02-20 09:52:07 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=215817 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 215793 [post_author] => 8 [post_date] => 2018-02-20 13:40:26 [post_date_gmt] => 2018-02-20 09:40:26 [post_content] => თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქის მერიის აღნიშნული პროექტი პირველი მარტიდან ამოქმედდება. მიკროავტობუსები გაჩერებას ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირებზე, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩებზე, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ.
„აქამდე მოქმედი გაჩერების წესი ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს მნიშვნელოვნად ზრდიდა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გთხოვთ, მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია მოსახლეობას, თუ რომელი ქუჩებია, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე უნდა გაჩერდეს მიკროავტობუსები. ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მას ანალოგიურად, მთელი თბილისის მასშტაბით განვახორციელებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი გარკვეულწილად, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ქაოტური გადაადგილების მოგვარების შესაძლებლობას იძლევა. [post_title] => "მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან" [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => mikroavtobusebi-mkholod-sazogadoebrivi-transportis-mosacdelebtan-gacherdebian [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-02-20 16:45:45 [post_modified_gmt] => 2018-02-20 12:45:45 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=215793 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 215768 [post_author] => 8 [post_date] => 2018-02-20 13:27:10 [post_date_gmt] => 2018-02-20 09:27:10 [post_content] => თბილისის მერია ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე, კერძო კომპანიებისთვის ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„ქალაქში არის 10 ლოკაცია, სადაც შესაძლებელია მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ბიზნეს-მოდელი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტები. ინტერესთა გამოხატვა 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდში კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ და შეისწავლონ ყველანაირი დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ მიერ იქნება წარმოდგენილი ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით“, - განმარტა თბილისის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, მიწისქვეშა პარკინგის პროექტის განხორციელებამდე  ტექნიკური და ეკონომიკური კვლევები ჩატარდება.
„გადაწყვეტილებები უნდა დაეფუძნოს მტკიცებულებებს, რომელიც გარემოებების შესწავლის შედეგად იქნება მიღებული. კომპანიებმა, პირველ რიგში, უნდა ჩაატარონ ტექნიკური და ეკონომიკური კვლევები. პროექტი განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კვლევების შედეგად, მისი მიზანშეწონილობა დადგინდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განმარტებით, საპარკინგე ინფრასტრუქტურა 180 ავტომანქანაზე იქნება გათვლილი.
„ინტერესთა გამოხატვის აუცილებელი პირობაა, რომ საპარკინგე ადგილების 5% გათვალისწინებული იყოს ელექტრომობილებისთვის და ამ ადგილებზე სპეციალური დამტენები დამონტაჟდეს. მთლიანობაში, აღნიშნული საპარკინგე ინფრასტრუქტურა გათვლილი უნდა იყოს მინიმუმ 180 ავტომანქანისთვის. პროექტის შესწავლა, ასევე, სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება კერძო ინვესტიციით, რომლის ღირებულებაც 3 მილიონ ლარზე მეტი იქნება და ამისთვის, მუნიციპალიტეტიდან საბიუჯეტო სახსრები არ გამოიყოფა. ეს არის პირველი პროექტი, რომელზეც ინტერესთა გამოხატვას ვაცხადებთ. რა თქმა უნდა, მომდევნო დღეების, კვირებისა და თვეების განმავლობაში, ჩვენ სხვა პროექტებს წარმოვადგენთ, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მიწისქვეშა პარკინგების გარდა, კვლევის შედეგად მიღებული ანალიზის საფუძველზე, დედაქალაქში მიწისზედა პარკინგებიც მოეწყობა.
„ჩვენ არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მხოლოდ და მხოლოდ მიწისქვეშა პარკინგებზე. სადაც იქნება შესაძლებელი, კვლევის შედეგად მიღებული ანალიზის საფუძველზე, მიწისზედა პარკინგებიც უნდა მოვაწყოთ, რათა ეს სერიოზული პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, მოგვარდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
  [post_title] => ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა – მერია ინვესტორებს დაინტერესებისკენ მოუწოდებს [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => filarmoniastan-miwisqvesha-parkingi-moewyoba-meria-investorebs-dainteresebisken-mouwodebs [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-02-20 14:09:32 [post_modified_gmt] => 2018-02-20 10:09:32 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=215768 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 215817 [post_author] => 8 [post_date] => 2018-02-20 13:52:07 [post_date_gmt] => 2018-02-20 09:52:07 [post_content] => თბილისის მერია ქალაქში მოძრაობის განტვირთვისა და სისუფთავის დაცვის მიზნით,  პირველი მარტიდან, ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე საპილოტე პროექტს იწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტი ვაკის პარკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე და მის მიმდებარე ქუჩებზე, ნაგავშემკრები კონტეინერების 22:00 საათიდან დაცლას ითვალისწინებს.
„იმისათვის, რომ საპილოტე პროექტმა გაამართლოს და მოძრაობის განტვირთვა შევძლოთ, მნიშვნელოვანია, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და მოსახლეობის მხრიდან გათვალისწინება, რომ კონტეინერების ავსება საღამოს საათებში მოხდეს და არა დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული მიმართულება საცობების პრობლემას ვერ მოაგვარებს და ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება, თუმცა ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმისა, რომ გარკვეულწილად, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობის განტვირთვა შევძლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, რომ აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მაქსიმალურად მიაწოდონ.
„თუ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდა, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვა რაიონებში  და არ არის გამორიცხული, რომ მთელი თბილისის მასშტაბით, ანალოგიური მიდგომა გვქონდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
[post_title] => ვაკეში ნაგვის მანქანები 22 საათიდან იმოძრავებს - მერია მარტიდან პროექტის დაწყებას აანონებს [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => vakeshi-nagvis-manqanebi-22-saatidan-imodzravebs-meria-martidan-proeqtis-dawyebas-aanonebs [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-02-20 13:52:07 [post_modified_gmt] => 2018-02-20 09:52:07 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=215817 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 378 [max_num_pages] => 126 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 88b54e64edb4ccf5d1f60f8135556a55 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები