LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულახდილი რიზ უიზერსფუნი Marie Claire-ის გარეკანზე (ფოტო)

107

რიზ უიზერსფუნი ცნობილი ჟურნალის Marie Claire-ის მარტის ნომრის გარეკანზე გამოჩნდება. იქამდე კი ინტერნეტში უკვე გამოჩნდა პირველი კადრები ფოტოსესიიდან, სადაც ოსკაროსანი მსახიობი სხვადასხვა ბრენდის კოქტეილის კაბებში პოზირებს. მსახიობი ინტერვიუში გულახდილად საუბრობს შიშებზე და იმ გზებზე, რითიც ის პრობლემებს ებრძვის: „მე ხშირად ვგრძნობ შიშს, თითქოს ესაა პატარა არსება, რომელიც ცხოვრობს ჩემთან ერთად. მე ან უნდა მივაქციო მას ყურადღება, ან დავაიგნორო. ხანდახან საკმარისია ცივი წყლის შესხმაც, რომ საკუთარი ძალების რწმენა დავიბრუნო“, – ამბობს მსახიობი ინტერვიუში. უიზერსფუნი ასევე საუბრობს ჰოლივუდში აგორებულ სექსუალურ სკანდალზე და იხსენებს, როგორ გახდა ძალადობის მსხვერპლი რეჟისორის მხრიდან. მაშინ მსახობი 16 წლის იყო.

რაც შეეხება სამომავლო გემებს, უიზერსფუნისთვის 2018 წელი განსაკუთრებულად დატვირთული იქნება. ის ერთდროულად 23 ახალ პროექტში გამოჩნდება. Marie Claire-ის მარტისა ნომერში კი მკითხველი მსახიობის ინტერვიუს სრულად წაიკითხავს, ასვეე მსახიობის თეთრი და შავი კაბების ახალ კოლექციას შეაფასებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები