LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულფოსის ჩანჩქერთან ნაპოვნი ცხედარი ამოცნობილია – ის  დაკარგული ნიკა ბეგაძეა  

132

ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერში, დაღუპულ ნიკა ბეგაძეს სამშობლოში აუტოფსიის ჩატარების და ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გადმოასვენებენ.

ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჰვითაში, მამაკაცის გვამი ამოიცნეს.  გვამი გუშინ იპოვეს და ისლანდიაში საქართველოს საელჩომ პოლიციისგან ოფიციალური შეტყობინება უკვე მიიღო, რომ თითის ანაბეჭდის და სტომატოლოგიური სურათის მიხედვით, ცხედარი ამოცნობილია.
„ეს არის პირველადი მონაცემები, ამის შემდეგ იგეგმება აუტოფსიის ჩატარებაც მას შემდეგ, რაც ოჯახის თანხმობა იქნება მიღებული,“ – განაცხადა საქართველოს ელჩმა ისლანდიაში, გიგი გიგიაძემ.

ნიკა ბეგაძის სამძებრო ღონისძიებებს ისლანდიის პოლიცია 19 ივლისიდან აწარმოებდა. ის ვიდეოკამერებმა ბოლოს სწორედ გულფოსის ჩანჩქერთან დააფიქსირეს. მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ იპოვა ნიკა ბრეგაძის პირადი ნივთები და ავტომანქანა, რომელიც მის მეგობარ გოგონას ეკუთვნოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები