LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულის მანკით დაავადებული 6 თვის ანდრია ჭიბოშვილის მხარდასაჭერად კონცერტი გაიმართება

133

6 თვის ანდრია ჭიბოშვილის მხარდასაჭერად 28 ივლისს, 21:00 საათზე თბილისში რესტორან „ბერმუხაში“საქველმოქმედო კონერტი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას ქართველი მომღერლები ნოდიკო ტატიშვილი, ნინი შერმადინი, დათუნა მგელაძე, სალომე ბაკურაძე, ოთო ნემსაძე და სხვა ქართველი შემსრულებლები მიიღებენ. ბილეთის ფასი 20 ლარია, საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა 6 თვის ანდრია ჭიბოშვილის ოპერაციას მოხმარდება. ექიმებმა მას თანდაყოლილი გულის მანკის დიაგნოზი დაუსვეს. პატარა ანდრიას გადასარჩენად გულის სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, რომელიც თურქეთში უნდა ჩატარდეს, ამისთვის კი 29.000 ევროა საჭირო. ოპერაციისთვის აუცილებელი თანხა ოჯახს არ გააჩნია.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა „თიბისი ბანკში“ გახსნილ შემდეგი ანგარიშის ნომერზე შეუძლიათ:

“თიბისი ბანკი” GE96TB7961545061600003 მიმღები ანა ჭიბოშვილი. თანხის ჩარიცხვა ასევე, შესაძლებელია ბილაინიდან ტელეფონის ნომერზე: 0-901-701-124.

საკონტაქტო ტელ: 568-80-38-80, ანი ჭიბოშვილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები