გულშემატკივარმა საკუთარი ბებია გალიაში გამოამწყვდია და საყვარელ გუნდს მცველის ყიდვა მოთხოვა (ფოტო)

114

”იფსვიჩის” ფანი საკუთარ ბებიას გალიიდან იქამდე არ უშვებდა, ვიდრე გუნდმა მცველის ტრანსფერის შესახებ არ გამოაცხადა.

ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა @Luke1878_ საფეხბურთო კლუბ ”იფსვიჩ თაუნს” მისწერა, რომ ვიდრე კლუბი ცენტრალურ მცველს არ შეიძენდა, იგი საკუთარ ბებიას გალიიდან არ გამოუშვებდა და აღნიშნულს გისოსებს მიღმა აღმოჩენილი უდანაშაულო ბებიის ფოტოც დაურთო.

ერთი დღის შემდეგ ”იფსვიჩმა” გულშემატკივარს უპასუხა და სთხოვა ბებია გაეთავისუფლებინა, რადგან ”ტრაქტორისტებმა” იმავე დღეს ორი ახალი ფეხბურთელი წარადგინეს, მათ შორის ცენტრალური მცველი არისტოტ ნსიალაც აღმოჩნდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები