LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა, მიმდებარე ტერიტორიაზე 18 ტონამდე საწვავი დაიღვარა

92

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

პირველადი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 ტონამდე საწვავი დაიღვარა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული ტექნიკა. ადგილზე ფიქსირდება ღია ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანება.

ასევე, ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაოები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ისინი გუმათჰესი 2-ის მიმდებარე პერიმეტრს იცავენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო”, – აცხადებენ შს სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები