LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუნდში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც გაბედა და მადლობა გადაუხადა პრემიერ კვირიკაშვილს – გიორგი აბაშიშვილი

78

კითხვის ნიშანს არავინ სვამს – თუ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, პრემიერმინისტრი რატომ მოხსნეს? ვინ იღებს გადაწყვეტილებას პრემიერმინისტრის მოხსნაზე და რა არის რეალური მიზეზი მისი მოხსნის? – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, არსებული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი პრემიერმინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის მოსვლაა, სხვა შემთხვევაში, უამრავი კითხვა თუ შეფასება გაჩნდება ევროპელი პარტნიორების მხრიდან.

„დღეს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას მოუწია რამდენიმე თანამდებობის პირთან მუშაობა და მეც მქონდა პატივი, ამ პროცესის მონაწილე ვყოფილიყავი მასთან ერთად; მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა, გიორგი კვირიკაშვილი იყო უმაღლესი თანამდებობის ის პირი, ის პრემიერი, რომელთანაც კომფორტული იყო მუშაობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს ამისთვის. დღეს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ვნახეთ, გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე, უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელმაც პრემიერის გადადგომას ფაქტიურად მისცა შეფასება, თითქოს არც არაფერი მომხდარა, თითქოს პრემიერი არც ყოფილა საერთოდ და შეაფასა ისე, რომ პრემიერები მიდიან-მოდიან, თითქოს ამ ქვეყანაში არაფერი ხდება და პრემიერი მნიშვნელოვანი არ არის. ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ, ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის ძალიან სამწუხარო შეფასება,“ – აღნიშნა აბაშიშვილმა.

მისივე შეფასებით, რა პროცესთან გვაქვს საქმე, გაურკვეველია.

„სიმბოლურია, რომ დღეს ვიყავით კონფერენციაზე, რომელსაც ჰქვია „საქართველოს ევროპული გზა“, თუმცა ძალიან დაგვაშორებს ევროპისგან ბუნდოვანი გადაწყვეტილებები. ამიტომ დიდი დაფიქრებაა საჭირო, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, ევროპული გზა არის ის, ვინც რეალურად მართავს პროცესს პარტიის თავმჯდომარის რანგში, მოდიან ხელმძღვანელ პოზიციაზე – პრემიერმინისტრებად. მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილი მოვიდეს პრემიერმინისტრად და რეალურად აიღოს ის ძალაუფლება, რომელიც როგორც ჩანს, ისედაც აქვს, რადგან ამაზე ყოფილმა პრემიერმაც ისაუბრა, რომ ის თანამდებობიდან პარტიის თავმჯდომარემ გადააყენა. მნიშვნელოვანია ამ ყველაფერს მიეცეს შესაბამისი პოლიტიკური მართლაც ევროპული შეფასება. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ჩვენ ან უნდა მოვიგონოთ ადამიანი, რომელიც პირობითად პრემიერმინისტრი იქნება ან პრემიერმინისტრი უნდა იყოს პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. თუ ჩვენ ახალ პრემიერმინისტრს მოვიგონებთ, ეს იქნება მასკარადი და აბსურდის თეატრი, რომელშიც კიდევ ერთხელ უნდა დავტრიალდეთ. მასკარადი უნდა დამთავრდეს.

კომიკური ფაქტი ისაა, რომ თითქოს ავიწყდებათ პრემიერი რომ კვირიკაშვილი იყო, პარალელურად კი აცხადებენ, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკური პრობლემები და სხვა პრობლემები თითქოს არ არსებობს,” – აცხადებს აბაშიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები