LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ ფალავანდიშვილი ქალთა უფლებების დამცველთათავის კვერცხების სროლის გამო დააკავეს

83

იუსტიციის სახლთან ორგანიზაცია „ზნეობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გამო დააკავეს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ერთს ორგანიზაცია „ზნეობის“ წევრები მართავენ, ხოლო მეორე ქალთა მოძრაობის ორგანიზებული აქციაა, რომელიც ტრანსგენდერი ქალების უფლებების დაცვას ეხება.

გურამ ფალავანდიშვილმა ტერიტორიაზე, სადაც ტრანსგენდერი ქალები და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან შეკრებილები, კვერცხი ისროლა, რასაც სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება მოყვა. მისმა დაკავებამ კი ორგანიზაცია „ზნეობის“ მომხრეების უკმაყოფილება გამოიწვია.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ათეული ეკიპაჟი. სამართალდამცველებს ორი ურთერთსაწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შორის კორიდორი აქვთ გაკეთებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები