LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ კაშია ჰოლანდიის თასის მფლობელია (ვიდეო)

107

საქართველოს ნაკრებისა და ჰოლანდიის ვიტესის კაპიტანმა გურამ კაშიამ ჰოლანდიის თასი აღმართა! გადამწყვეტ შეხვედრაში არნემელებმა “ალკმაარი” 2:0 დაამარცხეს.

კაშია მეორე ქართველია, რომელმაც ჰოლანდიის თასი მოიპოვა. 1998 და 1999 წლებში ეს ჯილდო იმხანად ამსტერდამის „აიაქსის“ გოლეადორმა შოთა არველაძემ მოიგო. 1998 წლის ფინალში, „ეინდჰოვენთან“ 5:0 მოგებულ მატჩში საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა გოლიც შეაგდო.

გურამ კაშია მეშვიდე სეზონს ატარებს არნემის „ვიტესის“ შემადგენლობაში. ჰოლანდიური თასი მისთვის პირველი უცხოური ტიტულია. თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში გურამმა თითოჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი.

გურამ კაშია:
“ყველა ქართველ გულშემატკივარს, ვისაც “ვიტესის” ჯეროდა მინდა მადლობა გადავუხადო. ემოციებისგან დაცლილი ვარ. ძალიან რთული თამაში გვქონდა და რაც მთავარია, მოვიგეთ. 125 წელია ეს გუნდი არსებობს და არასდროს არაფერი მოუგია, ჩვენ კი შევძელით წელს ტიტულის მოგება. ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა, ხვალ ალბათ უკეთ გავაანალიზებ ამ ყველაფერს. ძალიან დიდი რამ მოხდა კლუბის ისტორიაში და ამაყი ვარ, რომ ამ ყველაფრის ერთ-ერთი ნაწილი ვარ. ძალიან მეამაყება ქართველი ხალხის და ჩემი თავის”.

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიის თასზე გამარჯვებით კაშიას “ვიტესმა” უეფას ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=NfZUvJ298CI

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები