LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ კაშია: „სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება, ნაკრებში გამოვცხადდები!”

68

გურამ კაშია თაყვანისმცემლებისა და მხარდამჭერებისთვის სპეციალურ პოსტს ავრცელებს. გუშინდელი თამაშის შემდეგ ფეხბურთელმა ჩათვალა საჭიროდ, საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე განეცხადებინა, რომ სანამ ერთ ადამიანს მაინც ენდომება მისი ნაკრებში მოღვაწეობა, ის თამაშს გააგრძელებს.

გურამ კაშია წერს:

„მადლობა გორში და ქუთაისში მოსულ მაყურებელს! დიდი მადლობა, ვინც ამ ორი თამაშის განმავლობაში მხარი დაუჭირა ჩვენს ნაკრებს! მე, სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში! შევხვდებით 2018-ში #მადლობა🇬🇪♥️✊🏻

End of the international week!“

შეგახსენებთ, გუშინ „ქართველთა მარში“ საქართველოს ნაკრების თამაშს დაესწრო ქუთაისში, მათ დაწვეს ლგბტ დროშა და შეურაცხმყოფელი შეძახილები არ დაიშურეს გურამ კაშიას მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები