LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გურამიშვილის მარანმა” მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში დაიწყო

1021

”გურამიშვილის მარანი” მუშაობას ყოველდღიურ რეჟიმში შეუდგა და საკუთარ სტუმრებს უამრავ სიახლეს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” მარნიდან აცნობეს, სტუმრებს აქ დახვდებათ თავად თადეოზ გურამიშვილის მიერ ჩაყრილი ქვევრები, რომელთა რესტავრირება „კახური ტრადიციული მეღვინოების“ მიერ განხორციელდა.

”გარდა ამისა, სტუმარს საშუალება ეძლევა დაათვალიეროს ისტორიული ძეგლი „გურამიშვილის მარანი“,  დააჭაშნიკოს 4 სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო, ნახოს თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ღვინის დამამუშავებელი საცავი, გაიაროს მასტერ-კლასები  (ხინკლის მოხვევა, ჩურჩხელის ამოვლება, პურის ცხობა, ჭაჭის გამოხდა, მწვადის შეწვა), დატკბეს როგორც საგურამოს სილამაზით, ასევე თბილი და მყუდრო გარემოთი”, – განაცხადეს ”გურამიშვილის მარანში”.

მათივე ინფორმაციით, ”გურამიშვილის მარანი” საკმაოდ ამბიციური პროექტია და ის დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ. შესაბამისად, ვიზიტორების სიმცირეს არ უჩივის.

აღნიშნული მარანი სოფელ საგურამოში გაიხსნა  2015 წლის 8 ნოემბერს, ხოლო 2016 წლის  15 აპრილიდან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას შეუდგა.