LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში ძლიერმა ქარმა მოსახლეობას პრობლემები შუქმნა

83

გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკადულში, ძლიერი ქარის გამო წაქცეული ხე ელექტროსადენს დაეცა და დააზიანა.

შედეგად, სამი სოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ პრობლემა დღის ბოლოს მოგვარდა და ყველა გათიშულ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.

ქარმა, ასევე, დააზარალა სოფელი ერკეთსიც. სტიქიის გამო გარკვეული პერიოდი დენის გარეშე იყო დარჩენილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები