LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში მამაკაცს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ და გაძარცვეს

35

გურიაში მამაკაცს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ და გაძარცვეს. ბოროტმოქმედმა მამაკაცს სხეულის დაზიანებები მიაყენა და გაძარცვა. არსებული ინფორმაციიით, თავდამსხმელმა მამაკაცისგან 30 ათასი ლარი წაიღო. მამაკაცი მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული მამაკაცი სომხეთის მოქალაქეა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. სამართალდამცველები ამჟამად შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები