LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში ”რაუხის” წვენების წარმოება იწყება

593

“ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანია “წყალი მარგებელი” მრავალპროფილური უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ქარხნის გასახსნელად ემზადება. ახალი საწარმო ექსპლუატაციაში 24 ივნისს შევა. მის მოსაწყობად კომპანიამ ჯამში 40 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა.

როგორც ”ფორტუნას” ”წყალი მარგებელში” განუცხადეს, საწარმოში შეიქმნა 7 ჩამომსხმელი ხაზი, სადაც შესაძლებელია პროდუქციის გამოშვება თუნუქის, ქაღალდის, შუშისა და პლასტმასის ტარაში.

“საწარმო არის მარავლპროფილური და ეს ნიშნავს, რომ საწარმოში შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის უალკოჰოლო სასმელების წარმოება, მათ შორის გაზიანი და უგაზო უალკოჰოლო სასმელები, ასევე ენერგეტიკული სასმელები, ცივი ჩაი და სხვა. რაც მთავარია, აქვე ვაწარმოებთ ცნობილი ავსტრიული ბრენდის Rauch-ის წვენებს, რომლის იმპორტსაც ვახორციელებთ უკვე რამდენიმე წელია,”- აღნიშნეს კომპანიაში.

მათივე ცნობით, ახალ ქარხანაში წარმოებული პროდუქცია, ძირითადად, ექსპორტისთვის იქნება განკუთვნილი. თუმცა, გარკვეული ნაწილით ადგილობრივი ბაზარიც მომარაგდება.

ცნობისთვის, ”წყალი მარგებელის” ახალი ქარხანა გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ნაბეღლავში, უკვე ძველი საწარმოს ტერიტორიაზე, ავსტრიულ-შვეიცარული მხარის თანამონაწილეობითა და EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. არსებული ინფორმაციით, საწარმოში 150-200 დასაქმდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები