LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებული ბაიკერები „ღამის მგლები“ არ იყვნენ

101

გურიაში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებული ბაიკერები „ღამის მგლები“ არ იყვნენ. გავრცეებულ ინფორმაციას, რომ დასავლეთ საქართველში რუსი მოტოციკლისტთა  კლუბის „ღამის მგლების“ წევრები გადაადგილდებოდნენ, შსს არ ადასტურებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გურიაში საპარტულო პოლიციამ არასწორი მანევრირებისთვის ბაიკერების ჯგუფი დააჯარიმა, თუმცა, მათ „ღამის მგლების“ არანაირი ატრიბუტიკა ან ამოსაცნობი ნიშანი არ ჰქონიათ.

შსს განმარტებით , ქვეყანაში ტურისტული და ტრანზიტული მიზნით ყოველდღიურად შემოდიან მოტოციკლისტები და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდებიან.

ინფორმაცია დასავლეთ საქართველოში „ღამის მგლების“ გამოჩენის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები