LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში ყაჩაღობა მოხდა

112

გურიაში ყაჩაღობა მოხდა. ჯერჯერობით დაუდგენელი პირები სოფელ ლაითურში ებრაელ ბიზნესმენს დაყაჩაღების მიზნით სახლში შეუვარდნენ. არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი ნაცემია. ასევე დაზიანებულია მის სახლში ინვენტარიც.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ ეტაპზე სამართალდამცველები სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები