LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიის რეგიონული აქტივობის ჯგუფმა (RAGG) გურიის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

107

16 ივლისს გურიაში, სოფელ ნატანების კულტურის სახლში გურიის რეგიონული აქტივობის ჯგუფის (RAGG) ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაცია “გურიის რეგიონის ტურისტული პოტენციალის კვლევის” შედეგებზე, რომელიც RAGG-ის ინიციატივით აიჰშტატ-ინგოლშტადტის (გერმანია) კათოლიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი სტუდენტების, პროფესორების და ტურიზმის ექსპერტების მიერ გურიაში განხორციელდა.

RAGG-ი მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული რეგიონის პოპულარიზაციაში და ამისთვის ხელს უწყობდა სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას და პროცესების დაწყებას.

„ჩვენ გვინდა რეგიონის მდგრადი განვითარება, რომელიც განვითარების პარალელურად გულისხმობს გურიის ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას მომავალი თაობებისთვის.  ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით და პერსონალური პასუხისმგებლობის აღებით“ – განაცხადა გაგა გოგიჩაიშვილმა, RAGG-ის თანადამფუძნებელმა. 

შეხვედრის დროს მოხდა კვლევის მიგნებების, რეკომენდაციების გაცნობა. საზოგადოებასთან ერთად გაიმართა მსჯელობა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა არის შესაძლებელი ინდივიდუალურად და ერთობლივი ძალისხმევით ტურიზმის განვითარების კუთხით.

„ჩვენი გზავნილია გურიაში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ემიგრანტების და დედაქალაქში მაცხოვრებელი გურულებისთვის, შემოგვიერთდნენ, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ მიწა-წყალზე, რომ ერთად შევძლოთ ჩვენი რეგიონის ტრადიციების და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-განვითარება. ჩვენ ვიცით რა სჭირდება ტურისტს შთამბეჭდავი გამოცდილების მისაღებად გურიაში. ჩვენ ერთად შევძლებთ არსებული ინფრასტრუქტურით გურიის რეგიონის ტურიზმის პოტენციალის ჩვენს ხელთ არსებული კვლევის და რეკომენდებული სტრატეგიების საფუძველზე, რომ გავაქტიურდეთ და ხელი შევუწყოთ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის“ -განაცხადა სოსო ერქომაიშვილმა, RAGG-ის თანადამფუძნებელმა.

ტურისტული პოტენციალის კვლევის შედეგების პრეზენტაცია სხვა მუნიციპილატიტების სოფლებშიც იგეგმება, რაც მიზნად ისახავს გაიზარდოს დაინტერესებული მხარეების და აქტიური ადგილობრივი მაცხოვრებლების ცნობადობა რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების,  ძლიერი და სუსტი მხარეების და შესაძლებლობების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები