LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში ბანკის მოლარემ თვითმკვლელობა სცადა

163

მოლარე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ოჯახის წევრებმა იპოვეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და რეანიმაციაშია.

წინასწარი ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ გურჯაანის ფილიალში რამდენიმე ათასი ლარის ოდენობით დანაკლისია. ფილიალის მმართველს და სალაროს გამგეს ბანკის ხელმძღვანელობამ უფლებამოსილება შეუჩერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეს შს გურჯაანის სამმართველო იძიებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები