LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში ღვინის ფესტივალი ჩატარდება

79

გურჯაანში 13 ოქტომბერს ღვინის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული ღვინო, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებულ 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინოები, ჭაჭა და სხვა სასმელები, ტრადიციულ კერძებთან ერთად.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ: დაათვალიერონ გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ტურისტული ინფრასტრუქტურის, ველისციხის რეაბილიტაციის, ახალი ტურისტული ცენტრი-ქალაქის მშენებლობისა და ახალი ღვინის მარნების გამოფენა; დააგემოვნონ საუკეთესო კახური და ევროპული ღვინო და შეიძინონ ისინი ხელმისაწვდომ ფასად; მონაწილეობა მიიღონ ხელთნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში; დაათვალიერონ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები; მოისმინონ არაჩვეულებრივი კახური მრავალჟამიერი, სხვა ქართული პოლიფონიური სიმღერები და იხილონ ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრები; მონაწილეობა მიიღონ სახალისო შეჯიბრებებსა და გათამაშებაში და მოიგონ სპეციალურად გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის მიერ დაწესებული საჩუქრები; გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის ფარგლებში, გახდნენ საუკეთესო ღვინოების გამოვლენისა და დაჯილდოების თანამონაწილეები; მონაწილეობა მიიღონ ყურძნის დაწურვასა და თათარას მომზადებაში.

ცნობისთვის, გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი გენერალური სპონსორია სს “m² უძრავი ქონება“, ხოლო მხარდამჭერები არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ხორციელდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი – დავით სონღულაშვილის პატრონაჟით.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები