LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში გოგოს მოტაცებაში ბრალდებულს 2-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

64

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გოგოს მოტაცებაში ბრალდებულების საქმესთან დაკავშირებით განაჩენი გამოიტანა. 2 მამაკაცს ორწლიანი პატიმრობა, 5 წელი პირობითი მსჯავრი და 3 000 ლარი გირაო შეეფარდათ.

ხოლო მოხუც მამაკაცს, რომელიც ასევე თანამონაწილედ სცნეს – შვიდწლიანი პირობითი მსჯავრი. საქმე სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გამოძიებას კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებდა.

2017 წლის 11 აპრილს გურჯაანის სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიიდან 24 წლის გოგონა რამდენიმე მამაკაცმა მოიტაცა. გავრცელებული ვერსიით, 27 წლის მამაკაცს გოგონას ცოლად შერთვა სურდა. მოტაცებას კი წინ მუქარა უძღოდა, რის გამოც გოგონამ პოლიციასაც მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები