LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრი გაიხსნა

461

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტამ“ თანამედროვე კონსტრუქციის ცალკე მდგომი ახალი სერვისცენტრი გახსნა.

ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა თბილისში არსებული საფოსტო მომსახურების ანალოგიური სერვისების მიღებას შეძლებს.

გახსნის ღონისძიებას „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და გურჯაანის გამგებელი გივი გერგიძე დაესწრნენ. მათ სერვისცენტრიდან პირველი წერილები გააგზავნეს.

ფოსტის გენერალური დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, სერვისცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მომსახურებას სთავაზობს, სადაც ყველა იმ საფოსტო პროდუქტის მიღებაა შესაძლებელი, რითიც განვითარებული მსოფლიოს მოსახლეობა სარგებლობს. 

დღეისთვის, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ფოსტის 82 სერვისცენტრი ფუნქციონირებს, აქედან, 28 სრულად ავტომატიზირებულია და მომხმარებელს თანამედროვე, კომფორტულ მომსახურებას უწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები