LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში, სოფელ დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია

92

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია. ტყის მასივში ცეცხლი  გუშინ საღამოს გავრცელდა და საკმაოდ დიდი ტერიტორია მოიცვა, თუმცა   ჯერ უცნობია რამდენ ჰექტარზეა საუბარი. ცეცხლი ხმელ ფოთლებს უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო ბრიგადებია მობილიზებულები და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.