LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში ყურძნის გადამამუშავებელი ახალი საწარმო აშენდება

87

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში შპს „ვაზისუბნის მამული“ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს, რისთვისაც სულ მცირე 2 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს.

შპს „ვაზისუბნის მამული“ სოფელ ვაზისუბანში 32 ჰა. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფლობს, სადაც ვენახია გაშენებული. აღნიშნულ საწარმოში კომპანია საკუთარი ყურძნის გადამუშავებას უზრუნველყოფს, ამასთან, სოფელი ვაზისუბნის და მომიჯნავე სოფლების მოსახლეობასაც ექნება შესაძლებლობა, ჩააბაროს ყურძენი.

ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 729 კვ.მ. მიწის ნაკვეთი პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 84 000 ლარად გაყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები