LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურულმა ობობამ აზიურ ფაროსანას ბოლო მოუღო (ვიდეო)

94

სოციალურ ქსელში მერაბ გრძელიძის ვიდეო ვრცელდება, სადაც მას, როგორც თავად წერს, „გურული ბობოლისა და ფაროსანას“ ჩხუბი აქვს გადაღებული. მერაბმა გამოაქვეყნა ორი ვიდეო. მეორეში ჩანს, როგორ მოუღო ბოლო აზიურ ფაროსანას ობობამ. მას შესაბამისი წარწერა აქვს ავტორის მხრიდან – „რა გინდოდა გურიაში, თუ სიკვდილი არ გინდოდა…“

ვიდეოს უამრავი მხიარული კომენტარი მოჰყვა:

„გურულის ტერიტორიაზე შეიჭრა და ხო უნდა დააკავოს ამერიკელი“

„ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა ობობა…“

„ერთი  მილიარდი ობობა გვჭირდება სასწრაფოდ“

„რავა ყველგან ამერიკელები გელანდებათ?“

„რავალი გასკვანჩა ეს ფაროსანა…“

„დასცხე, არ დაინდო…“

 


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები