LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუშინ ცოტა ავჩქარდი და განვაცხადე, რომ „ტაიმ აუტს“ ვიღებ – გოგი წულაია პოლიტიკაში რჩება

78

ქუთაისის მერობის კანდიდატმა პარტია „თავისუფალი საქართველოდან“, გოგი წულაიამ, პოლიტიკიდან წასვლა გადაიფიქრა.

„გუშინ ცოტა ავჩქარდი და განვაცხადე, რომ „ტაიმ აუტს“ ვიღებ, რაც დღეს გაავანალიზე და გადავიფიქრე,“ – განაცხადა გოგი წულაიამ.

წულაიას თქმით, ის ბრძოლას გაგრძელებს ხელისუფლების წინააღმდეგ.

„ქუთაისი ოპოზიციის გარეშე არ შეიძლება, არ შეიძლება, სრული კომფორტი შევქმნათ მთავრობისთვის. ამიტომ ვბრუნდები პოლიტიკაში. ვალდებული ვარ, დავიცვა ამომრჩევლის ხმა, რომელმაც მხარი დამიჭირა,“ – განაცხადა წულაიამ.

გუშინ გოგი წულაიამ განაცხადა, რომ ის „პოლიტიკურ ტაიმ-აუტს“ იღებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები