LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუშინ თბილისის აეროპორტში სპეცრაზმი იყო მობილიზებული

175

გუშინ, გვიან ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმი იყო მობილიზებული.

მებაჟეების ინფორმაციით, ერთ-ერთ ტურისტს აეროპორტში სამგზავრო ჩანთა დარჩა და სწორედ ეს იყო სპეცრაზმის მობილიზების მიზეზი.

“გზა გადაკეტილია, მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. სპეცრაზმი სრულ აღჭურვილობაშია. პერსონალი ევაკუირებულია შენობიდან,” – წერს შემთხვევის შესახებ ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი, გიორგი ფხალაძე.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები