LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გვადანაშაულებს სექტის წევრობაში, ნარკოტიკომანობასა და პროსტიტუციაში” – გოგი ნარეკლიშვილი ბრალდებებს პასუხობს

19 წლის ანას ისტორია, რომელიც ახლა თავშესაფარში ცხოვრობს, საზოგადოების განხილვის საგანი გახდა.

გოგონას მშობლები მისი შვილის მეგობრებს სექტანტობაში და ნარკოტიკების მოხმარებაში ადანაშაულებს და ანას მათგან დახსნას ცდილობს. მოზარდი და მისი მეგობრები კი ბრალდებებს უფროსების ფანტაზიას მიაწერენ.

მას შემდეგ რაც გოგონას დედამ, ანას სამეგობრო წრეზე და მათგან წამოჭრილ პრობლემაზე, ფორუმის წევრებს აცნობა და დახმარება სთხოვა, ყველას აინტერესებს ვინ არიან მოზარდები, რომლებსაც ოჯახი სექტის წევრობაში ადანაშაულებს.

„ფორტუნა“ გოგი ნარეკლიშვილს ესაუბრა, რომელიც მოვლენების განვითარების თავის ვარიანტს გვთავაზობს.

ნარეკლიშვილი ოჯახის მიერ წამოყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს და ანას მშობლებს თავად ადანაშაულებს.

ძალადობა, თაობათა კონფლიტი, სექტა თუ თინეიჯერების სტანდარტული პრობლემები – ისტორიის სრულად მოსმენისას სწორედ ეს კითხვები იბადება.

საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლითაა დაწყებული, რაც  ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. საქმეს სახალხო დამცველის აპარატშიც სწავლობენ, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.

ამ ეტაპზე კი მხოლოდ ასეთი შეფასების გაკეთებაა შესაძლებელი – ისტორია მართლაც ძალიან უცნაური და დამაფიქრებელია.

გოგი ნარეკლიშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე, ის და მისი სამეგობრო, მსგავსი ბრალდებებით არავის დაუდანაშაულებია. ის მზად არის ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს. გოგის თქმით, არც მისი მეგობრები არიან სექტის წევრები და ნარკომანები. როგორც ის “ფორტუნასთან” ამბობს, მათ მხოლოდ წერის სურვილი და საერთო შეხედულებები აერთიანებთ.

რაც შეეხება ანას მშობლებს, მათ ამ დროისთვის კომენტარის გაკეთებისგან თავის შეკავება არჩიეს.

https://youtu.be/owUMY3_MUqA

 

ანას მშობლების პოზიცია “ფორტუნას” სტატიაშია დაფიქსირებული:

“შემოვდივარ სახლში ანა გაფითრებული ზის და მეუბნება, მე არსად არ წავალ აქ უნდა ვიყოო. რატომ, რა მოხდა? არაფერი, აქ უნდა ვიყო… ვნახე ნომრები, იმ ლიკას დაურეკავს. რა უთხრა, რა გაუკეთა, რით შეაშინა თუ გააგიჟა ისევ, არ ვიცი, ეს ჩემი შვილი. ნუ, კარგი, არ წახვალ, ნუ წახვალ… მეორე დღეს პოლიცია დაგვადგა, ავუხსენით, რა ხდება… ერთი კვირის მერე ისე დაგვადგა, ისევ ავუხსენით…

“კვირა არ გასულა, ხალხო, რომ პოლიცია არ შემომვარდნოდა… ვეუბნები, ხომ იცით ყველაფერი, რას აკეთებთ, ვიცითო… სამსახური გვაქვს და რა ვქნათო… ყოველი მათი მოსვლა ჩემს შვილს ძალიან დიდ სტრესს აყენებდა და ისევ იმ ცუდ მდგომარეობაში აბრუნებდა… ვერ გავაგებინე პოლიციას ეს…”

განაგრძეთ კითხვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები